განათლება «სიკვდილის ველის» მცოცავი ქვების საიდუმლო გახსნილია 2018, 15 ივნისი, 10:19 ![]()
«სიკვდილის ველი» კალიფორნიის შტატის (აშშ) სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იმავე სახელის ეროვნული პარკის (Death Valley National Park) ტერიტორიაზე. მისი სიგრძე -153 კმ, სიგანე - 40 კმ. სწორედ ყოფილი ტბის გამშრალ ფსკერზე მოძრაობენ «თვითმავალი» ქვები. «დადიან» და თან გადაადგილების გრძელ კვალს ტოვებენ...
ქვებზე დაკვირვება და გადაადგილების მიზეზის და მექანიზმის კვლევა, იმავე წელს დაიწყო. გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა კონცეფცია ძლიერ ქარებს უკავშირდებოდა. მაგრამ, ზოგიერთი ქვა იმდენად მძიმეა, რომ მხოლოდ ჰაერის მასების ზეგავლენით, მისი გადაადგილება კი არა, ადგილიდან დაძვრაც შეუძლლებელი იქნება. 2011 წელს, სან-დიეგოს (კალიდორნია, აშშ) სკრიფსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის (The Scripps Institution of Oceanography) მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ბოლოს და ბოლოს, გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა სიკვდილის ველზე და 15 ქვაზე GPS სისტემა დაამონტაჟეს, რომ ქვების გადაადგილების მომენტი დაეფიქსირებინათ. მაგრამ, დრო გადიოდა და არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. წლების მანძილზე, კვლევამ და დაკვირვებამ შედეგი არ გამოიღო და ამიტომ, 2014 წელს, მეცნიერებმა რამდენიმე ქვაზე სანავიგაციო სენსორები დააყენეს, ფოტოკამერებით და ქვების გადაადგილების მიზეზი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ყინვიან ღამეს, ქვების ირგვლივ ზედაპირი, თხელი ყინულით იფარება. ხოლო, ქვები ქარისა და წყლის ყინულქვეშა დინებების ზემოქმედებით მოძრაობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვების გადაადგილება გარკვეულ, ძალიან სპეციფიკურ პირობებში ხდება: საჭიროა იმდენი წყალი, რომ ნიადაგი დაიფაროს. ასევე უნდა იყოს ძალიან ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და მცხუნვარე მზე მეორე დილით, რომ ყინული გადნეს. ბუნებრივი პირობების ასეთი თანხვედრა კი, ძალიან იშვიათად ხდება. მცოცავი ქვების გადაადგილების კვალის სიღრმე 2, 5 სმ-ია და ის 3-4 წელი რჩება თიხიანი ნიადაგის ზედაპირზე. კვალი კი ჩანს, მაგრამ ის, თუ როგორც გადაადგილდებიან ქვები, არავის უნახავს. «სავსებით შესაძლებელია, რომ ტურისტებს არაერთხელ დაუნახავთ ქვების მოძრაობა, მაგრამ უბრალოდ, ვერ მიხვდნენ, — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, ჯიმ ნორისმა (Jim Norris) — საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, რომ ქვა გადაადგილდება, როდესაც მის ირგვლივ სხვა ქვებიც მოძრაობენ». ![]() ![]() ![]() ჰოპის ტომის ინდიელთა წინასწარმეტყველება, უახლოესი 20 წლის მანძილზე 1143 5-ს მოსწონს
|